საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პირველი საერთაშორისო პროექტი აზერბაიჯანში განახორციელა. საჯარო აუდიტის ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში, ბაქოში აუდიტორ ტრენერთა გადამზადებისა და სტუდენტებისთვის აუდიტორული მომზადების სასწავლო კურსები გაიმართა.
დასავლეთ საქართველოში დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებსაც პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების ათვისება ესაჭიროებათ, ასევე პირები, რომლებიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სხვადასხვა თემატური ტრენინგით არიან დაინტერესებული, ტრენინგებზე დასწრებას ქუთაისისა და ბათუმის ოფისის აუდიტორიებში შეძლებენ.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ბაქოში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის 18 აუდიტორისთვის ტრენერთა ტრენინგი გამართეს. ტრენინგპროგრამა საჭიროებების კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო აერთიანებს სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო დისციპლინებს - საბიუჯეტო კანონმდებლობა, ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში, ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი.
საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის (ISO 9001:2015) სერტიფიკატი ინსტიტუტმა 2021 წელს - შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მიიღო. პროცესის დროს შეფასდა სერტიფიცირების პროგრამა, ტრენინგები, ტესტირება და კონსულტირება.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ხუთ საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორულ კომპანიასთან EY, KPMG, PwC, DELOITTE, BDO-სთან ერთად პროექტის ,,გახდი აუდიტორი“ მონაწილე სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა.
11 მარტი 2024,ჰიბრიდული
18 მარტი 2024,დისტანციური კურსი
18 მარტი 2024,ჰიბრიდული
22 მარტი 2024,ჰიბრიდული
25 მარტი 2024,ჰიბრიდული