ჩვენი გუნდი

გელა  წიკლაური

გელა წიკლაური

დირექტორი

გელა წიკლაური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წლიდან მუშაობს და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. მას საჯარო სამსახურში მუშაობისა და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გელა წიკლაური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, სხვადასხვა დროს მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდა მუნიციპალური და რეგიონული მართვის უწყებებში: თბილისის მერიასა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციაში, ქონების მართვის სააგენტოში, საბაჟო დეპარტამენტში, უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.  

გელა წიკლაური ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორია. 1991 წლიდან  დღემდე −  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
 

არჩილ კიკვაძე

არჩილ კიკვაძე

დირექტორის მოადგილე

არჩილ კიკვაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. ის 2013-2018 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობებზე.  

არჩილ კიკვაძეს აქვს საბანკო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. იყო „ბაზისბანკის“ გაყიდვების ოფიცერი და კორპორაციული ბანკირი. ასევე მუშაობდა კერძო კომპანიებში მთავარი ბუღალტრისა და მთავარი ეკონომისტის პოზიციებზე. 

არჩილ კიკვაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო აუდიტის სერტიფიცირებული აუდიტორი გახდა 2015 წელს. 2018 წელს წარმატებით  გაიარა ფინანსების მართვისა და  აღრიცხვის სრული კურსი „თავისუფალ უნივერსიტეტში“. არის საერთაშორისო ეკონომიკური  ურთიერთობების მაგისტრი.
 

თინათინ სიყმაშვილი

თინათინ სიყმაშვილი

სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსი

თინათინ სიყმაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, როგორც პროექტებისა და ხარისხის მართვის, ასევე კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. 

სხვადასხვა დროს, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „უნისონში“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“, სასჯელაღსრულების სისტემასა და საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებაში. 

თინათინ სიყმაშვილი 2012 წლიდან არის ტრენერი მომსახურებისა და ხარისხის სექტორში. სწავლობს ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

იოსებ მასპინძელაშვილი

ფინანსური მენეჯერი


იოსებ მასპინძელაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერია 2018 წლიდან. მას აქვს საჯარო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იოსებ მასპინძელაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა „ვითიბი ბანკის“ საგადასახადო ვალდებულებებისა და დეკლარირების განყოფილების უფროსად, ასევე − ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ზედამხედველობის სამმართველოს განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის პოზიციებზე, იყო ვაჭრობის სამინისტროს აღრიცხვისა და ფინანსების სამმართველოს უფროსი.

ბაქარ ბუცხრიკიძე

იურიდიული საკითხების კოორდინატორი


ბაქარ ბუცხრიკიძემ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საქმიანობა 2015 წელს დაიწყო აუდიტორ-სტაჟიორის პოზიციაზე, ხოლო 2019 წელს დაინიშნა იურიდიული საკითხების კოორდინატორად. მას აქვს კერძო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება. იყო შპს „ბაფი აუდიტსერვისის“  იურისტი.

ბაქარ ბუცხრიკიძე საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი გახდა 2015 წელს. 

ირაკლი პეტრიაშვილი

სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის კოორდინატორი


ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მუშაობს 2019 წლიდან კოორდინატორის პოზიციაზე. ის საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დასაქმებამდე, მუშაობდა Holiday Inn Telavi-ის ადმინისტრაციულ მენეჯერად და შპს Financial Loans-ის ფინანსურ ანალიტიკოსად.

ირაკლი პეტრიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული  აუდიტორი გახდა 2019 წელს. არის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის (ფინანსების სპეციალობა) დოქტორანტი.

ხათუნა ჩაგანავა

სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის მთავარი სპეციალისტი


ხათუნა ჩაგანავამ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მუშაობა დაიწყო 2015 წელს. იყო ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე და სერვისების განვითარების კოორდინატორი. 2019 წლიდან  სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსი სპეციალისტია.

საჯარო აუდიტის სამსახურში დასაქმებამდე, ხათუნა ჩაგანავა მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის თანამშრომელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე და პარლამენტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.  

გვანცა ვახტანგაშვილი

სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის ანალიტიკოსი


გვანცა ვახტანგაშვილმა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მუშაობა დაიწყო 2019 წელს, სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

გვანცა ვახტანგიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში დასაქმებამდე, მუშაობდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის − „აფხაზეთის“ პროექტების კოორდინატორად.

© 2019 ყველა უფლება დაცულია