როგორ გავხდე სერტიფიცირებული აუდიტორი

„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების“ პროგრამა არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას 5 წლის ვადით.

იმისთვის, რომ შეძლოთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელება და მოიპოვოთ საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, უნდა ფლობდეთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ, მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხს,  გაიაროთ რეგისტრაცია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებგვერდზე, დაიწყოთ სწავლება და წარმატებით ჩააბაროთ სასერტიფიკაციო გამოცდა.


„საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების“ პროგრამა ორ ეტაპადაა დაყოფილი, სერტიფიცირების სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა. სასერტიფიკაციო სასწავლო კურსი ხუთი მოდულისგან შედგება და 3 თვე გრძელდება. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ ინიშნება სასერტიფიკაციო გამოცდა, სადაც სერტიფიცირების მსურველი პრეტენდენტი რეგისტრირდება. სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებული გექნებათ ხუთივე შუალედური გამოცდის მინიმალური ქულათა რაოდენობა - 30% და  სასერტიფიკაციო გამოცდაზე დააგროვებთ ქულათა მინიმალურ ზღვარზე, 65% - ზე მეტს.

იხ. ლინკი

© 2019 ყველა უფლება დაცულია