საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები

„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილება ითვალისწინებს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებს , როგორიცაა: „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება". პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.

მენეჯერული უნარები

პროგრამა „მენეჯერული უნარები“, რომელიც განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეთათვის, შედგება 5 მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35.45 აკადემიური საათით.

პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსები

პროგრამა “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის, რომელიც შედგება 4 მოდულისგან და მისი საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია 24 აკადემიური საათით.
© 2019 ყველა უფლება დაცულია