კახაბერ კირტავა

კახაბერ კირტავა

კახაბერ კირტავა

კახაბერ კირტავა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებისათვის. ამავდროულად, 2002 წლიდან მუშაობს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2011 წლის იანვარში ის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე გახდა, იმავე წლის ოქტომბრიდან კი აჭარაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 

კახაბერ კირტავა 2008-2011 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (საქართველოს კონტროლის პალატის) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სამმართველოში საქმიანობდა, სადაც ჯერ მთავარი ბუღალტრის, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. 2003-2008 წლებში ის საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა: იყო შესყიდვების განყოფილების უფროსი, საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილე და საბიუჯეტო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი. 2002-2003 წლებში საფინანსო სამმართველოს აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალისტად მუშაობდა. 

კახაბერ  კირტავა ფლობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი შესყიდვების, ბუღალტერიისა და საჯარო აუდიტის საკითხებზე.

© 2019 ყველა უფლება დაცულია