ცოტნე ქარქაშაძე

ცოტნე ქარქაშაძე

ცოტნე ქარქაშაძე

ცოტნე ქარქაშაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს -  საბიუჯეტო კოდექსი. ამავდროულად, 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტს. 2013-2018 წლებში იყო ამავე უწყების ანალიტიკოსი, უფროსი ანალიტიკოსი და მთავარი ანალიტიკოსი, მუშაობდა სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსის, შემდგომ კი - დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციებზე.

ცოტნე ქარქაშაძე აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინოვაციური ვებპლატფორმის - „ბიუჯეტის მონიტორის“ შექმნაში. ასევე არის საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტირების შესახებ არაერთი პუბლიკაციის ავტორი. 

ცოტნე ქარქაშაძეს 2013 წელს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვს მოპოვებული. არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია