საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საერთაშორისო სასწავლო პროექტების განხორციელებას იწყებს

04 მაისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აზერბაიჯანის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციასთან თანამშრომლობის ფარგლებში პირველი საერთაშორისო პროექტი განახორციელა. ბაქოში ტრენინგკურსი „აუდიტის სტანდარტები და პრაქტიკები“ ჩატარდა და მას აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტისა და ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის 87 სტუდენტი ესწრებოდა. 

აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის ინიციატივით დაგეგმილი ტრენინგპროგრამა სამი მოდულისგან შედგებოდა. მსმენელებს პრეზენტაციები წარუდგინეს ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტების შესახებ. პრეზენტაციები მოიცავდა აუდიტის დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად პროცედურებს, შერჩევას, რისკების შეფასებას და აუდიტის ანგარიშის მომზადებას.

ტრენინგის პროცესში ტრენერებმა სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც გაუზიარეს. მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიებში და ჯგუფურად სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს.

ტრენინგპროგრამას  უძღვებოდნენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მმართველი რგოლის წარმომადგენლები სოფიო დვალიშვილი, თორნიკე შერმადინი და გიორგი კაპანაძე, რომლებსაც აუდიტის სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საერთაშორისო სასწავლო პროექტების განხორციელებას იწყებს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საერთაშორისო სასწავლო პროექტების განხორციელებას იწყებს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საერთაშორისო სასწავლო პროექტების განხორციელებას იწყებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია