საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პროექტი ,,გახდი აუდიტორი’’ განახორციელა

31 მარტი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ხუთ საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორულ კომპანიასთან EY, KPMG, PwC, DELOITTE, BDO-სთან ერთად პროექტის ,,გახდი აუდიტორი“ მონაწილე სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა. 

პროექტში საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პარტნიორი 21 უმაღლესი სასწავლებლის მიერ შერჩეულმა 42-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში აუდიტის მნიშვნელობასა და მიმართულებებზე, ამასთანავე დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების სერვისებზე.

სტუდენტებს ერთი კვირის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აუდიტორული კომპანიების - EY,  KPMG, PwC, DELOITTE, BDO წარმომადგენლები ხვდებოდნენ, რომლებიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ  საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორები არიან. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ლექციას უძღვებოდა ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი, რომელიც საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების სერტიფიცირების პროგრამის ერთ-ერთი ტრენერია. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,გახდი აუდიტორი’’ მიზანია დაეხმაროს დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიებს შეარჩიონ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები და ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ განვითარებაში. პროექტი წელს მეორედ განხორციელდა. პირველი პროექტის ფარგლებში აუდიტორულმა კომპანიებმა 10-ზე მეტი სტაჟიორი შეარჩიეს და დაასაქმეს. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პროექტი ,,გახდი აუდიტორი’’ განახორციელა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პროექტი ,,გახდი აუდიტორი’’ განახორციელა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პროექტი ,,გახდი აუდიტორი’’ განახორციელა
© 2019 ყველა უფლება დაცულია