საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების კურსი

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების პროგრამა არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც შედგება სერტიფიცირების სასწავლო კურსისა და სასერტიფიკაციო გამოცდისაგან და ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას.

კურსის მიზანი:

  • სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად
  • აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება
  • აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება

 კურსის მოდულები:

  • საბიუჯეტო კანონმდებლობა
  • ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში
  • ფინანსური აუდიტი
  • შესაბამისობის აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი

მიზნობრივი ჯგუფები:

  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და სურს აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება საჯარო სექტორში
  • სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომლებიც გეგმავენ კარიერის განვითარებას აუდიტის მიმართულებით
  • პირები, რომელთაც სურთ აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლა და პროფესიონალი აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა
  • მოქმედი აუდიტორები, რომელთაც სურთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება

სტრუქტურა და ღირებულება:

სერტიფიცირების საფასური  შედგება ორი კომპონენტისგან:

სასწავლო კურსი − 2000 ლარი;
გამოცდა − 300 ლარი.

პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები) ვრცელდება შეღავათები:

სასწავლო კურსი − 750 ლარი
გამოცდა − 150 ლარი

იხ. საჯარო აუდიტის ინსტიტიტუტის პარტნიორი უნივერსიტეტები

შეფასების მეთოდები:
გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც სასწავლო კურსის ხუთი შუალედური გამოცდიდან, ჯამში დააგროვებენ შეფასების 30%-ს.

გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  • სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის გადმოტვირთვა)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • რეზიუმე (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • კურსის საფასურის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი


 

© 2019 ყველა უფლება დაცულია