სერტიფიცირების კურსი

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას.

მსოფლიო პანდემიისა და საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სერტიფიცირების კურსი დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

სასერტიფიკაციო კურსის მიზანი:

  • სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად
  • აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება
  • აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება

სასერტიფიკაციო კურსის თემატიკა:

  • ფინანსური აუდიტი
  • შესაბამისობის აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მიზნობრივი ჯგუფები:

  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი და სურს აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება საჯარო სექტორში
  • სტუდენტები (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომლებიც გეგმავენ კარიერის განვითარებას აუდიტის მიმართულებით
  • პირები, რომელთაც სურთ აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლა და პროფესიონალი აუდიტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა
  • მოქმედი აუდიტორები, რომელთაც სურთ საჯარო სექტორში აუდიტის განხორციელების უფლების მოპოვება

სასწავლო კურსის სტრუქტურა და ღირებულება:


სასწავლო კურსი შედგება ორი კომპონენტისგან:

სწავლება − 1500 ლარი;
სასერტიფიკაციო გამოცდა − 300 ლარი.
შეფასების მეთოდები:
გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს სასწავლო კურსი, ოთხი შუალედური გამოცდიდან თითოეულში დააგროვეს ქულათა მინიმუმ 30% და ყველა შუალედურ გამოცდაში დაგროვილი ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 50%-ს.

სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა ქულების 65%-ზე მეტის მიღება.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  • სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის გადმოტვირთვა)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • რეზიუმე (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი
  • ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი
  • კურსის საფასურის (1500 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

საბანკო რეკვიზიტები:

  • მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • მიმღების ანგარიში: 707727122
  • საბუთების მიღების ვადა: 10 აპრილი


 

© 2019 ყველა უფლება დაცულია