შალვა კიკნაძე

შალვა კიკნაძე

შალვა კიკნაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგს - რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი. ამავდროულად არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შალვა კიკნაძეს აქვს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ  პოზიციებზე მუშაობის 25-წლიანი  გამოცდილება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა და პროკურიმენტის მიმართულებით. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში საწარმოთა ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმაში და ხელმძღვანელობდა საქართველოში პროფესიონალ ბუღალტერთა მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამას. ასევე, გერმანული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკას გადიოდა უმსხვილეს გერმანულ პროფესიულ და საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორულ ორგანიზაციებში.

ამასთანავე, არის რამდენიმე წიგნისა და ნაშრომის ავტორი შიდა კონტროლის, რისკის მართვის, კორპორაციული მმართველობისა და შიდა აუდიტის საკითხებზე.

© 2019 ყველა უფლება დაცულია