ქეთევან ტყავაძე

ქეთევან ტყავაძე

ქეთევან ტყავაძე არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი შემდეგ მიმართულებებში:  მართვა და ლიდერობა; ცვლილებების მართვა; ეფექტური მომსახურება და დროის მართვა. მას აქვს  საფინანსო და განათლების სექტორში მუშაობის 18 წელზე მეტი და მართვის 12 წელზე მეტი გამოცდილება.  იგი ასევე არის პროფესიონალი ტრენერი და ლექტორი მენეჯმენტის მიმართულებით.

ქეთევან ტყავაძე ააიპ „მართვის აკადემიის” თავმჯდომარე და ტრენერია. კითხულობს ლექციებს „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტში. 

ქეთევან ტყავაძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტსა და მიკროეკონომიკაში (თსუ), ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს - კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტისგან (საფრანგეთი), ასევე არის პროექტის მართვის სერტიფიცირებული პროფესიონალი (PMP) და სერტიფიცირებული ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) პრაქტიკოსი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია