საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს) (IPSAS)

კურსის განმავლობაში განიხილება საჯარო სექტორის ბურალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების – სსბასს (IPSAS) ძირითადი ნაწილი, სტანდარტების გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება, როგორც ანგარიშგების მომზადების, ასევე მისი ინტერპრეტაციის დონეზე; ფინანსური უწყისების შედგენა და ინტერპრეტაცია; ანგარიშგების ელემენტების – აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა ფინანსური ანგარიშგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების წინასიტყვაობაში ჩამოყალიბებული განმარტებების, აღიარების, შეფასების და წარდგენის მეთოდების მიხედვით.

საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს) (IPSAS) კურსი დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

სამიზნე აუდიტორია :

  • სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი  ორგანიზაციების, ფინანსური განყოფილების თანამშრომლები;
  • ბუღალტერიის/აუდიტის ან მომიჯნავე დარგში დასაქმებული პირები.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება/ეცოდინება:

  • სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის გამოყენება პრაქტიკაში;
  • ფინანსური უწყისების (მათ შორის, კონსოლიდირებული) მომზადება და ინტერპრეტაცია;
  • სხვადასხვა ოპერაციისა და მოვლენის ასახვისათვის სსბასს-ის კონცეფციების, განმარტებების, აღიარების კრიტერიუმების, შეფასებისა და წარდგენის მეთოდების მისადაგება;
  • აკუთარი მოსაზრების სხვებისთვის გაზიარება;
  • საკუთარი დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბება;
  • საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად დახვეწა;
  • სსბასს, ყველაზე გამოყენებადი თემების ფარგლებში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“
  • საიდენტიფიკაციო კოდი 206350312
  • მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • მიმღების ანგარიში: 707727122

კურსის ღირებულება: 700 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია