პაატა პაპავა

პაატა პაპავა

პაატა პაპავა

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენერთა ტრენინგს (TOT). ამავდროულად მუშაობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ICMPD პროექტის  “Sustaining Migration Management in Georgia” (ENIGMMA2) ექსპერტ-კონსულტანტად; არის კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მასწავლებელთა პროფესიული უნარების პროგრამის კოორდინატორი და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მომხმარებელთა ქცევისა და ეფექტური გაყიდვის კურსის ლექტორი.

პაატა პაპავას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში როგორც სწავლების, ისე ექსპერტიზის კუთხით. სხვადასხვა დროს მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში.

პაატა პაპავა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტისა და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია სტატიები და სახელმძღვანელოები.

© 2019 ყველა უფლება დაცულია