ოთარ ანთია

ოთარ ანთია

ოთარ ანთია  საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია  მართვისა და ლიდერობის მიმართულებით. ამავდროულად,  მუშაობს  კერძო სექტორის განვითარების მენეჯერად პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფში – PMCG. ამავე დროს, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის  თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია.


სხვადასხვა დროს მუშაობდა უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორად და ტრენერად. აქვს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი და მსხვილმასშტაბიანი პროექტების მართვის 4 წლიანი გამოცდილება. 


ოთარს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მოპოვებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლობდა ალექსანდრეს სახ. ტექნოლოგიური ინსტიტუტში (საბერძნეთში), იყო ერასმუს მუნდუსის აკადემიური გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი და კოჩის კოლეჯში (აშშ, არიზონა) აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ აკადემიური გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი. ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (კონცენტრაციით ენერგო მენეჯმენტი) ხარისხს (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) და კარბონის ფინანსების მაგისტრის ხარისხს (ედინბურგის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).


ოთარი არის ავტორი პუბლიკაციისა „The Impact of Mexico on the Economy of the Cochise County“, რომელიც გამოქვეყნებულია The Indicator-ში, კოჩის კოლეჯის ეკონომიკური კვლევების ცენტრის ყოველწლიურ გამოცემაში.

© 2019 ყველა უფლება დაცულია