ნინო გორგაძე

ნინო გორგაძე

ნინო გორგაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგებს ცვლილებების მართვასა და  პროექტების მართვაში.

ნინოს აქვს მენეჯერად მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება. არის PMP (პროფესიონალი პროექტების მენეჯერი) ლიცენზირებული პროექტების მენეჯერი 15 წლიანი გამოცდილებით (მათ შორის აქვს დიდი და კომპლექსური პროექტების მართვის გამოცდილება) და პროექტების მენეჯმენტის ტრენერი და ლექტორი 6 წელზე მეტი გამოცდილებით. ნინო მუშაობს  ა(ა)იპ საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად და  შპს „კომფორტი XXI-ის” კონსულტანტად. ამავე დროს, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის დამფუძნებელი და უფროსი. კითხულობს ლექციებს პროექტების მართვაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ნინო გორგაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს პროექტების მენეჯმენტში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს  (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ამჯერად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მენეჯმენტისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია