მონაცემთა ვიზუალიზაცია

სასწავლო კურსის მიზანია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა და ანალიზის შედეგთა ეფექტურად წარმოსადგენად არსებული ხელსაწყოების მსმენელთათვის გაცნობა. კურსი მოიცავს მონაცემთა ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის სფეროში გამოყენებულ თანამედროვე მეთოდოლოგიასა და გამოცდილებას.

მიზნობრივი ჯგუფი:
  • საჯარო, არასამთავრობო, მედია ან კერძო სექტორში დასაქმებული პირი, რომელიც უშუალოდაა ჩართული მონაცემთა ანალიზში, ანალიტიკური დოკუმენტების, რეპორტების, ბლოგების, პრეზენტაციების და ვიზუალიზაციების მომზადების პროცესში
  • ყველა დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, გაეცნოს ამ სფეროში გამოყენებულ თანამედროვე მეთოდოლოგიასა და გამოცდილებას
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
  • დიაგრამების სწორად შერჩევას, წარმოდგენასა და გაფორმებას
  • სხვადასხვა ტიპის დიაგრამების საშუალებით მონაცემთა გაანალიზებას
  • ტრენდების, ურთიერთკავშირებისა და გამონაკლისების იდენტიფიცირებას
  • საკუთარი საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა ეფექტური ვიზუალიზაციების შექმნას და წარმოდგენას როგორც სტანდარტული (Microsoft Excel), ასევე სხვა თანამედროვე  ხელსაწყოების გამოყენებით
  • მსმენელები გაეცნობიან ინტერაქციული დეშბორდების, გეოგრაფიული ვიზუალიზაციების, კავშირების ანალიზის, პროცესების ვიზუალიზაციის და ინფოგრაფიკების შედგენის ძირითად პრინციპებს და ხელსაწყოებს აღნიშნული მონაცემთა ვიზუალიზაციების შესადგენად
საბანკო რეკვიზიტები:
  • მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • მიმღების ანგარიში: 70772712
კურსის ღირებულება: 330 ლარი
© 2019 ყველა უფლება დაცულია