ლია ნადიბაიძე

ლია ნადიბაიძე

ლია ნადიბაიძე

ლია ნადიბაიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ამავდროულად, არის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე საერთაშორისი საფინანსო კომპანიის (IFC), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და TBC ბანკის ერთობლივი პროექტის - 7 ნაბიჯი წარმატებისკენ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - კონსულტანტი და ტრენერი.

ლია ნადიბაიძეს აქვს აკადემიურ და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2000 წლიდან დღემდე მართავს ტრენინგებს ფინანსურ, საგადასახადო და მენეჯერულ აღრიცხვაში, ფინანსების მართვაში საქართველოს წამყვან ფინანსურ და ბიზნეს ორგანიზაციებში.

ლია ნადიბაიძე არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია