ლაშა გოგიძე

ლაშა გოგიძე

ლაშა გოგიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში ატარებს ტრენინგების კურსს ეთიკაში.

იგი არის ღია მმართველობის აკადემიის (OGA)  თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ამავდროულად, მუშაობს  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის ეროვნულ მკვლევრად საქართველოში. 2004 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე როგორც მკვლევარი და ანალიტიკოსი. ასევე, აქვს მენეჯერული მუშაობის გამოცდილებაც. არის 10-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი კონფლიქტების მოგვარებაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში, საჯარო მმართველობაში და ა. შ.

ლაშას გავლილი აქვს ტრენინგკურსები ევროპის, ამერიკისა და საქართველოს ავტორიტეტულ ორგანიზაციებში და ფლობს სერტიფიკატს, რომელიც ტრენერის კვალიფიკაციას იძლევა. აქვს ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ჩატარების გამოცდილება.

ლაშა გოგიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ სწავლებებში (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიის სწავლებებში (ევროპის კოლეჯი, ბრიუგე). ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია