ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია. იგი ატარებს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ეთიკა საჯარო სამსახურში; მართვა და ლიდერობა; ცვლილებების მართვა.

ირინა აღაპიშვილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსია. ამავდროულად, მუშაობს ასისტენტად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უძღვება ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. აქვს მენეჯერული და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. გავლილი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგები.

ირინა აღაპიშვილს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს.

© 2019 ყველა უფლება დაცულია