ეკა კაველიძე

ეკა კაველიძე

ეკა კაველიძე  საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგს  - ადმინისტრაციული წარმოება. ამავდროულად არის კავკასიის, ევროპისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. აქვს პედაგოგიური და ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება. 

ეკა კაველიძეს გავლილი აქვს ტრენინგკურსები სხვადასხვა მიმართულებით. იგი  მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებს ნაშრომებს სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე, აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება.

ეკა კაველიძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი და მაგისტრი  სამართალმცოდნის კვალიფიკაციით. ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს.

© 2019 ყველა უფლება დაცულია