ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძეს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში მიჰყავს ტრენინგების კურსი ეთიკაში.

ამავდროულად არის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში. ასევე მუშაობს UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელად, საჯარო სამსახურის ბიუროს მთავარ სპეციალისტად და კითხულობს ლექციებს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ეკატერინეს აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს ტრენინგები საქართველოსა და უცხოეთში.

ეკატერინე სირაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია პუბლიკაციები: „უფლებამოსილების გამიჯვნა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებს შორის“, „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“ (პრაქტიკური სახელმძღვანელო).   

© 2019 ყველა უფლება დაცულია