ეთერ ჩაჩანიძე

ეთერ ჩაჩანიძე

ეთერ ჩაჩანიძე

ეთერ ჩაჩანიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია. იგი უძღვება ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ეფექტური კომუნიკაცია; ცვლილებების მართვა; ადამიანური რესურსების მართვა; ღირებულებები საჯარო სამსახურში; ადმინისტრაციული წარმოება.

ეთერ ჩაჩანიძეს მდიდარი სამსახურებრივი გამოცდილება აქვს. არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი, საქალაქო სასამართლოს მედიატორი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი, მუშაობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) და ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას - არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული პროფესორი, სახელმძღვანელოებისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი და მომხსენებელი ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. ეთერი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია სხვადასხვა მიმართულებით.

ეთერ ჩაჩანიძეს დამთავრებული აქვს თსუ-ს დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტიკის განხრით. ფლობს მაგისტრის ხარისხს შემდეგი სპეციალობით: ლიტერატურათმცოდნეობა, პოლიტოლოგია, სამართალი (ზაარლანდის უნივერსიტეტი, ზაარბრიუკენი). ამჟამად ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია.

© 2019 ყველა უფლება დაცულია