გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - მონაცემთა ვიზუალიზაცია. ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი. გიორგი ჩაკვეტაძე ანალიტიკური პორტალის  - „ბიუჯეტის მონიტორი“  ერთ-ერთი ავტორი და „დიდ მონაცემთა ანალიტიკა უკეთესი მმართველობისათვის“ პროექტის მენეჯერია. აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება „საქართველოს უნივერსიტეტში“, ეკონომიკის პრინციპების, მიკრო და მაკრო ეკონომიკის მიმართულებით.

გიორგი ჩაკვეტაძე ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. მიღებული აქვს ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების „მონაცემთა მეცნიერების“ (Data Science) პროფესიული სერტიფიკატები. 

გიორგი ჩაკვეტაძე არის ავტორი საჯარო ფინანსების მართვასა და საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული პუბლიკაციებისა: „შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება“, „ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი“, „ფისკალური შეზღუდვები“.   

© 2019 ყველა უფლება დაცულია