ბესიკ ქოჩიაშვილი

ბესიკ ქოჩიაშვილი

ბესიკ ქოჩიაშვილი


ბესიკ ქოჩიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები - IPSAS. 

ამავდროულად ის არის ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ფინანსური კონსულტანტი. ასევე ეწევა ექსპერტულ საქმიანობას საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სააღრიცხვო პოლიტიკების, პროცესების და პროცედურების შემუშავების კუთხით. 2020-2023 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2019-2020 წლებში იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო 2013-2018 წლებში - ამავე უწყების აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, წამყვანი აუდიტორი, შემდეგ კი - მთავარი აუდიტორი. 2013-2018 წლებში მუშაობდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საფინანსო და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მას აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, 2008-2012 წლებში იყო ბაზის ბანკის მიკროსესხების ოფიცერი, SME სესხების ექსპერტი, კორპორატიული ბანკირი და კორპორატიული სესხების ანალიტიკოსი.

ბესიკ ქოჩიაშვილს გავლილი აქვს ტრენინგები საქართველოსა და უცხოეთში საჯარო აუდიტის, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო პოლიტიკისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშების მიმართულებით. არის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი.

ბესიქ ქოჩიაშვილი არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 

© 2019 ყველა უფლება დაცულია