ანი ლელაძე

ანი ლელაძე

ანი ლელაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ეფექტური კომუნიკაცია; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

ანი ლელაძეს აქვს ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა  სამედიცინო ჰოლდინგი ,,ევექსის“ ჰოსპიტლები, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი, ევროკრედიტი და სხვა. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის ბაკალავრიატისა და საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრატურის დამთავრების პარალელურად, გავლილი აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები და არის 15 საავტორო ტრენინგ კურსის ავტორი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია