EXCEL UPPER INTERMEDIATE

ტრენინგი მოიცავს Excel-ის მთავარი ფუნქციებისა და ფორმულების  შესწავლას  სრული სახით  და მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Excel-ის პარამეტრების საკუთარი მოთხოვნების მიხედვით  რედაქტირებას. სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელმა შეძლოს ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადაჭრისას, რთული და არასრული მონაცემების დამუშავების დროს,  Excel-ის ფუნქციებისა და ფორმულების ოპტიმალური გამოყენება, რაც მოიცავს: ბაზების შექმნას, ბაზების დამუშავებას, ფორმატირებას, პირობით  ფორმატირებას, ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებასა და უჯრებს შორის კავშირების შექმნა/რედაქტირებას. 
 

გიორგი ხითარიშვილი

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - Excel Upper Intermediate.
© 2019 ყველა უფლება დაცულია