გიორგი ხითარიშვილი

გიორგი ხითარიშვილი
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - MS Excel და ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. ამავდროულად, მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2013-2018 წლებში იყო ამავე უწყების აუდიტორ-სტაჟიორი, აუდიტორ-ასისტენტი, აუდიტორი და უფროსი აუდიტორი.
გიორგი ხითარიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრია. ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (საქართველოს უნივერსიტეტი).
გიორგი ხითარიშვილს გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი ფინანსური აუდიტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის, მენეჯმენტის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბუღალტერიის მიმართულებით. 2015 წელს გახდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი.