როგორ გავხდე სერტიფიცირებული
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამას წელიწადში 3-ჯერ აცხადებს.
თუ თქვენ გაქვთ ბაკალავრის დიპლომი ან ხართ მე-4 კურსის დამამთავრებელ სემესტრში, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე, და გაიროთ აღნიშნული სასწავლო კურსი.
სასერტიფიკატო პროგრამის სწავლება გრძელდება 3 თვის განმავლობაში, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ შეგიძლიათ გახვიდეთ სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონულად და წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა დააგროვოთ 65%-ზე მეტი.