ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ინსტრუქციის“ გამოყენება 2020 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.
ანა ბურდიაშვილი
ანა ბურდიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად.
გიორგი ჭოლოკავა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსებს - ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საჯარო სექტორში და ინვენტარიზაციის პროცესის მართვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში.