ანა ბურდიაშვილი

ანა ბურდიაშვილი

ანა ბურდიაშვილი

ანა ბურდიაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად. ამავდროულად, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამავე უწყების აუდიტორ-სტაჟიორის, აუდიტორ-ასისტენტისა და აუდიტორის პოზიციებზე. 

ანა ბურდიაშვილს აქვს  ფინანსური აუდიტის, აუდიტის ხარისხის კონტროლის, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, პროფესიული ეთიკის ნორმებისა და საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 
მას გავლილი აქვს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) პროფესიული კურსი (სახელმწიფო აუდიტის სამსახური). ასევე, წარმატებით აქვს გავლილი INTOSAI-ს განვითარების ინიციატივის (IDI) მიერ ორგანიზებული ერთწლიანი პროფესიული განათლების პროგრამა (Professional Education for SAI Auditors – PESA Pilot). 

ანა ბურდიაშვილი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს. 
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია