შრომის სამართალი
ტრენინგის მიზანია შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწა, რომლებიც დაეხმარება მათ, შეძლონ შრომის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. ტრენინგი წარიმართება, როგორც ნორმატიულ-თეორიული სწავლების, ისე პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს ნორმატიული დანაწესების სასამართლო პრაქტიკაში რეალიზების პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიგონ განსახილველ საკითხთა არსი.