შრომის სამართალი

ტრენინგის მიზანია შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწა, რომლებიც დაეხმარება მათ, შეძლონ  შრომის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. ტრენინგი წარიმართება, როგორც ნორმატიულ-თეორიული სწავლების, ისე პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს ნორმატიული დანაწესების სასამართლო პრაქტიკაში რეალიზების პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიგონ განსახილველ საკითხთა არსი. 

მიზნობრივი ჯგუფი:

ტრენინგკურსი განკუთვნილია შრომის სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს: 

•    შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას შრომის სამართლის, სისტემის, ძირითადი პრინციპების შესახებ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ;
•    ეცოდინება როგორ დაიცვას დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები;
•    გაცნობიერებული იქნება შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ნორმების თაობაზე, რაც გულისხმობს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირებას და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;
•    შეძლებს ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სახით.
 

ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია