შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებისთვის

ტრენინგის  მიზანია, მსმენელების ინფორმირება გამართული შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპების,  საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით არსებული საუკეთესო პრაქტიკების  შესახებ. კურსი მიზნად ისახავს ტრენინგის მონაწილეებმა გაიაზრონ და ყურადღება გაამახვილონ იმ მოთხოვნებსა და მოლოდინებზე, რაც მათ მიმართ გააჩნია კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებს და საზოგადოებას. შესაბამისად, საქმიანობაც დაგეგმონ და წარმართონ აღნიშნული მოთხოვნებიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე. კურსის გავლა მსმენელს დაეხმარება როგორც საჯარო სამსახურში საქმიანობის უკეთ წარმართვაში, ასევე მომავალში კერძო სექტორში მუშაობის შემთხვევაშიც.

ტრენინგი შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებისათვის, დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდება

მიზნობრივი ჯგუფი:

მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის თანამშრომლები 

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
  • შიდა ფინანსური კონტროლის მიზანი
  • შიდა აუდიტის როლი შიდა ფინანსური კონტროლის სისტემაში
  • შიდა აუდიტის ტიპები, „კომბინირებული” აუდიტი
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანიშნულება
  • რისკზე დაფუძნებული მიდგომა
  • სისტემური აუდიტის როლი ფინანსურ მართვასა და კონტროლში
  • პროცესების აღწერა და მათი გამოყენების ტექნიკები
  • შიდა აუდიტის საკონსულტაციო და მარწმუნებელი როლი
  • აუდიტის სტანდარტები და საქმიანობის მარეგულირებელი შიდა სამართლებრივი რეგულაციები
ტრენინგის ღირებულება: 700 ლარი
© 2019 ყველა უფლება დაცულია