სამუშაოს შესრულების მართვა და მოხელის შეფასება საჯარო სამსახურში
შეფასების სისტემა არის ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გულისხმობს თანამშრომელთა საქმიანობის, ცოდნის, უნარ-ჩვევების ობიექტურ შეფასებას და შედეგებიდან გამომდინარე მათ მოტივირებას.
შეფასების სისტემა საჯარო სამსახურში საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა მოხელეების შეფასების სისტემის დანერგვა. არსებულმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ორგანიზაციაში შეფასების სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია მენეჯერების გადამზადება ამ მიმართულებით.
ტრენინგის მიზანია მენეჯერებში აამაღლოს ცნობიერება შეფასების სისტემის შესახებ, გაზარდოს ცოდნის დონე შეფასების სისტემის პროცედურის მიმართ, განუვითაროს მენეჯერებს თანამშრომლის შეფასებისთვის საჭირო უნარები: ინდიკატორების განსაზღვრა, მონიტორინგი, უკუკავშირის მიცემა.
ტრენინგკურსი განკუთვნილია: I და II რანგის საჯარო მოხელეებისთვის
(მაღალი და საშუალო მმართველობითი დონე):
- საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა;
- საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა;
- საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა.
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საჯარო მოხელე შეძლებს:
- ეფექტიანად დაგეგმოს შეფასების პროცესი, გაუწიოს მონიტორინგი, შეაფასოს და განავითაროს თანამშრომელთა შესაძლებლობები;
- გააცნობიეროს შეფასების სისტემის გამოწვევები თავის ყოველდღიურ საქმიანობაში;
- გააცნობიეროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების და სამუშაოს შესრულების შეფასების კონკრეტული ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა;
- უკეთესად განსაზღვროს შეფასების ინდიკატორები და სწორად წარმართოს გასაუბრების დიალოგი/ინტერვიუ;
- ეფექტიანად მართოს სამუშაოს შესრულების პროცესი (დაგეგმარება, მონიტორინგი, განვითარება, შეფასება, აღიარება).
ტრენინგის ღირებულება: 590 ლარი