რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზის საფუძვლები
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან რაოდენობრივი კვლევის ძირითად პრინციპებს, მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ტექნიკებს და შეისწავლიან სტატისტიკური პროგრამის – SPSS-ის გამოყენებას მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის.
ტრენინგის მიზანი:
კურსის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიისა და მონაცემთა ანალიზის ძირითადი ტექნიკების შესახებ, რაც მათ დაეხმარება საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და შეფასებაში.
ტრენინგის თემატიკა:
• რაოდენობრივი კვლევის საფუძვლები და დიზაინი
• მონაცემთა ოპერაციონალიზაცია და გაზომვა
• შერჩევის მეთოდები
• გამოკითხვის მეთოდოლოგია და სკალები
• მონაცემთა შეგროვება, დახარისხება და წინასწარი დამუშავება
• ერთი ცვლადის სტატისტიკური ანალიზი
• ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის სტატისტიკური ანალიზი
• ცვლადების მნიშვნელობების შეცვლა და მონაცემთა დაჯგუფება
• რეგრესიული ანალიზი SPSS-ში
• მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული ანგარიშისა და პრეზენტაციის მომზადება
სამიზნე ჯგუფი:
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისი საქმიანობაც მოითხოვს მონაცემებთან მუშაობას, კვლევების განხორციელებასა და ანალიტიკური უნარების განვითარებას. სასურველია, რომ მონაწილეებმა იცოდნენ ინგლისური ენა B2 დონეზე და ჰქონდეთ ელემენტარული მათემატიკისა და Excel-ის ცოდნა.
ტრენინგების ღირებულება: 790 ლარი