რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი
ტრენინგის მიზანია, მოქმედი და მომავალი შიდა აუდიტორები გაეცნონ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნიკებს, შეძლონ სხვადასხვა შიდა აუდიტორული საქმიანობის შესრულება ინდივიდუალური მომსახურების გაწევის მთელი ციკლის განმავლობაში და წარმოაჩინონ შიდა აუდიტის მიერ შექმნილი შიდა ორგანიზაციული სარგებელი.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკებს/მაგალითებს, რომელიც ადაპტირებული იქნება ქართულ რეალობასთან.
რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის კურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.
შალვა კიკნაძე
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგს - რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი.