რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი

ტრენინგის მიზანია, მოქმედი და მომავალი შიდა აუდიტორები გაეცნონ შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და ტექნიკებს, შეძლონ სხვადასხვა შიდა აუდიტორული საქმიანობის შესრულება ინდივიდუალური მომსახურების გაწევის მთელი ციკლის განმავლობაში და წარმოაჩინონ შიდა აუდიტის მიერ შექმნილი შიდა ორგანიზაციული სარგებელი.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შიდა აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებთან ერთად გაეცნობიან  საუკეთესო პრაქტიკებს/მაგალითებს, რომელიც ადაპტირებული იქნება ქართულ რეალობასთან.

რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის კურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.

მიზნობრივი ჯგუფი:

  • I - II კატეგორიის საწარმოების შიდა აუდიტის მენეჯერები და შიდა აუდიტორები
  • საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები
  • საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოადგილეები
  • საჯარო დაწესებულებების მეორადი სტრუქტუტული ერთეულების ხელმძღვანელები
  • საჯარო დაწესებულებების  I,  II და III კატეგორიის უფროსი და წამყვანი კატეგორიის სპეციალისტები (შიდა აუდიტორები)


ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება/ეცოდინება:

  • როგორც საკუთარი, ისე სხვა ორგანიზაციის შიდა აუდიტის სუბიექტის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, ხარისხისა და შედეგიანობის შეფასება
  • ორგანიზაციული კონტექსტის შესაბამისი შიდა აუდიტორული მომსახურების წლიური და მრავალწლიანი გეგმის შემუშავება და დანერგვა
  • ინდივიდუალური შიდა აუდიტორული მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების დაგეგმვა და სათანადო აუდიტორული ინსტრუმენტების გამოყენება
ტრენინგის ღირებულება: 790 ლარი
© 2019 ყველა უფლება დაცულია