პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები
მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ სწრაფად მზარდია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მასშტაბი და ინტენსივობა, რაც მონაცემთა სუბიექტებს დაცვის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე აყენებს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი, რომელიც 2024 წლის პირველი ივნისიდან სრულად ამოქმედდა, ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის არაერთ გარანტიას და შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირების შემხვედრ ვალდებულებებს. ამასთანავე, ახალი კანონი აყალიბებს არაერთ მექანიზმს/ინსტიტუტს, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მიმართ არაერთ ახალ ვალდებულებას აჩენს.
ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებებისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების შექმნის განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
ტრენინგკურსის მიზანია:
- მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საფუძვლების შესახებ;
- მიიღონ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავების სავალდებულო წინაპირობების შესახებ;
- გაეცნონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებსა და სიახლეებს.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის, რომლებიც ჩართული არიან მონაცემთა დამუშავების პროცესში; ასევე ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიღებით.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- უკეთ დაგეგმოს და მართოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი;
- დააიდენტიფიციროს მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
- სწორად განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არსი და მასშტაბი.
ტრენინგკურსის ღირებულება: 590 ლარი