ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ინსტრუქციის“ გამოყენება 2020 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.
ტრენინგკურსის მიზანია:
ცოდნის გაზიარება საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სსბასს-ის მოთხოვნების შესახებ.
მსმენელები გაეცნობიან სამოქმედოდ მიღებული სსბასს-ის სტანდარტების საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შემოსავლების, ხარჯების, აქტივების და ვალდებულებების აღრიცხვის სპეციფიკას ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თითოეული კომპონენტისთვის.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
- სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო და მხარჯავ ორგანიზაციებში დასაქმებული საფინანსო განყოფილების თანამშრომლებისთვის;
- ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო/საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული პირებისთვის;
- ადგილობრივ თვითმართველობებში საფინანსო/საბიუჯეტო და მომიჯნავე დარგებში დასაქმებული პირებისთვის.
ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- სააღრიცხვო თეორიის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკაში გამოყენებას;
- ფინანსური უწყისების (მათ შორის, კონსოლიდირებული) მომზადებას და ინტერპრეტაციას;
- სხვადასხვა ოპერაციისა და მოვლენის ასახვისათვის სსბასს-ის კონცეფციების, განმარტებების, აღიარების კრიტერიუმების, შეფასებისა და წარდგენის მეთოდების მისადაგებას.
ტრენინგის ღირებულება: 495 ლარი