ბიზნესპროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები
ბიზნეს პროცესების მართვა არის დისციპლინა, რომელიც ეხმარება კომპანიას თავისივე მიმდინარე მდგომარეობის შეფასებაში. ის განკუთვნილია კომპანიის რესურსების ოპტიმიზაციისთვის, თანამშრომლების პოტენციალის გათავისუფლებისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესებისთვის
ბიზნეს პროცესების ეფექტიანი მართვა უმნიშვნელოვანესი ტექნიკაა, რომლის შექმნისა და მართვის უნარს ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტი უნდა ფლობდეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს ორგანიზაციაზე მორგებული, შიდა პროცესებზე დაფუძნებული ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნას.
ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის წარმატებისთვის საჭიროა სწორად განსაზღვრული და ეფექტურად მართული ორგანიზაციული პროცესები, რაც უზრუნველყოფს ოპერაციული ეფექტიანობის ამაღლებას, პროცესების გაუმჯობესებას, და საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის შესაძლებლობების ზრდას.
ტრენინგკურსის მიზანია:
მსმენელის ცოდნის და ხედვის გაფართოება კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ამ გამოწვევების ფონზე, ბიზნეს პროცესების მართვის ინსტრუმენტის გამოყენებისთვის შესაძლო და ყველაზე ეფექტიანი გზების მოძიება. ამასთან ერთად, კურსის მონაწილეები გაეცნობიან ბიზნეს პროცესების მართვის პრინციპებს, ინსტრუმენტებს და პრაქტიკებს.
ტრენინგკურსი განკუთვნილია:
• საჯარო და კერძო ორგანიზაციების შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის;
• ხარისხის მართვისა და კონტროლის მენეჯერებისთვის/სპეციალისტებისთვის;
• რისკების მართვის მენეჯერებისთვის/სპეციალისტებისთვის;
• ბიზნეს პროცესების მართვის/განვითარების მენეჯერებისთვის/სპეციალისტებისთვის;
• მეთოდოლოგიის შექმნის და დანერგვის მენეჯერებისთვის/სპეციალისტებისთვის.
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• კომპანიის საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას;
• ბიზნეს პროცესების მართვის ინსტუმენტების პრაქტიკაში გამოყენებას;
• ბიზნეს პროცესების ანალიზსა და შეფასებას;
• შიდა რეგულაციების შემუშავებას;
• ბიზნეს პროცესების დანერგვასა და მონიტორინგს.
ტრენინგის ღირებულება: 670 ლარი