SQL ტრენინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის
26 ნოემბერი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის 22-მა თანამშრომელმა „SQL მონაცემთა ანალიტიკის“ ტრენინგი გაიარა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, თანამედროვე მონაცემთა დამუშავების მეთოდების და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესებას.
მსმენელები 8 დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაეცნენ SQL-ის ძირითადი ბრძანებების, ოპერატორების, აგრეგატული და ტექსტური ფუნქციების, JOIN–ების, დროებითი ცხრილების, ლოგიკური კონსტრუქციებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების პრაქტიკულ ნაწილს. სატრენინგო მასალა რეალურ მონაცემებზე დაფუძნებულ სავარჯიშოებს და დამოუკიდებელ ამოცანებს მოიცავდა.
კურსს უძღვებოდა ქეთევან გრიგალაშვილი, SQL მონაცემთა ანალიტიკის სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერი.