PMP® გამოცდისთვის მოსამზადებელი მენტორინგ კურსი
PMP® (Project Management Professional) სერტიფიცირების მოსამზადებელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერებისთვისა და პროექტებში აქტიურად ჩართული პირებისთვის, რომელთაც სურთ საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის მიღება. კურსი მოიცავს 30 საათიან ინტენსიურ სწავლებას, რომელიც ფარავს PMP® გამოცდისთვის აუცილებელ ყველა ძირითად თემას. ტრენინგი დაგეხმარებათ არა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადებაში, არამედ აპლიკაციის შევსებისა და გამოცდის დანიშვნის პროცესშიც.
კურსი განკუთვნილია:
• მოქმედი პროექტის მენეჯერებისთვის
• პროექტებში აქტიურად ჩართული პირებისთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება და საერთაშორისო აღიარება
• იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს PMP® გამოცდის ჩაბარება და PMI-ის მიერ გაცემული სერტიფიკატის მოპოვება
გამოცდაში მონაწილეობისათვის საჭიროა შემდეგი პრერეკვიზიტების შესრულება:
• უმაღლესი განათლება
• პროექტის მართვის მინიმუმ 36 თვიანი გამოცდილება
• პროექტის მართვის ოფიციალური განათლების მინიმუმ 35 საკონტაქტო საათი
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• PMP® გამოცდისთვის საფუძვლიანად მომზადებას
• პროექტის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და პროცესების გააზრებასა და პრაქტიკაში გამოყენებას
• საგამოცდო სტრატეგიის ჩამოყალიბებას პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით
• PMI-ის ვებსაიტზე აპლიკაციის სწორად შევსებას და გამოცდაზე რეგისტრაციას
კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ:
• უახლეს სასწავლო ლიტერატურას PMP® გამოცდისთვის მოსამზადებლად
• გამოცდისთვის განკუთვნილ საუკეთესო სავარჯიშო ტესტებს
• დახმარებას აპლიკაციის შევსების, გამოცდის რეგისტრაციისა და გადახდის პროცესში
კურსის ღირებულება: 970 ლარი