IPSAS-ის ტრენინგი რვა საჯარო მოხელემ გაიარა

25 თებერვალი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსის - „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების შესაბამისად“- პირველი ნაკადის სწავლება დაასრულა.

ტრენინგს საქართველოს პარლამენტის, სსიპ საპენსიო სააგენტოს, თეთრიწყაროს, თელავის მუნიციპალიტეტების მერების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანია პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაზიარება საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სსბასს-ის (IPSAS) მოთხოვნების შესახებ. 

თეორიულ მასალასთან ერთად მსმენელებმა პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს, რაც ფინანსური ანგარიშგების ფორმების შევსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. ტრენინგი ოთხ დღეს გაგრძელდა და ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

ტრენინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის  წამყვანი აუდიტორი ანა ბურდიაშვილი უძღვებოდა.
 

IPSAS-ის ტრენინგი რვა საჯარო მოხელემ გაიარა
IPSAS-ის ტრენინგი რვა საჯარო მოხელემ გაიარა
IPSAS-ის ტრენინგი რვა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია