Excel-ის ტრენინგი 67-მა საჯარო მოხელემ გაიარა

27 ივლისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საოფისე პროგრამა Excel-ის სასწავლო კურსი ჩაატარა.

სასწავლო პროგრამა ექვს ჯგუფში 67 მსმენელმა გაიარა, რომელთაც კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგკურსს უძღვებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტში Excel-ის საბაზისო და პროფესიონალურ ტრენინგებს წარმართავს.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის Excel-ის ტრენინგი კორპორატიული დაკვეთის ფარგლებში ჩატარდა. 

Excel-ის ტრენინგი 67-მა საჯარო მოხელემ გაიარა
Excel-ის ტრენინგი 67-მა საჯარო მოხელემ გაიარა
Excel-ის ტრენინგი 67-მა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია