Agile პროექტების მართვა

პროექტის მართვა Agile მიდგომით ორგანიზაციებს და ინდივიდებს ეხმარება ეფექტურად მართონ სამუშაო პროცესი და ჩართულები იყვნენ თითოეულ ეტაპზე. ტრენინკურსი მოიცავს Agile-ის ძირითად პრინციპებს, Scrum-ის როლებს, არტეფაქტებს, აქტივობებს, Agile-ის ქვეშ გაერთიანებულ პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს. ტრენინგკურსი მოიცავს 15 აკადემიურ საათს, რომელსაც გაუძღვება სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი. 

ტრენინგკურსის მიზანი:

Agile პროექტების მართვის საბაზისო ცოდნისა და პრინციპების, Agile მეთოდოლოგიის ფუნდამენტური უნარებისა და ღირებულებების გაზიარება.
მსმენელები განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებს, პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ფაზებს, Agile ცვლილებებსა და მათი მართვის სპეციფიკებს. 

მიზნობრივი ჯგუფი:

ტრენინგკურსი განკუთვნილია  იმ პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა პროექტის მართვის Agile მიდგომის შესახებ. 

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ საჯარო მოხელა შეძლებს:

  • Agile პროექტების მართვის მიდგომისა და ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას;
  • Scrum-ის მახასიათებლებისა და ღირებულებების გამოყენებას;
  • პროექტების მართვის Agile მეთოლოდოგიის ინტეგრირებას პროექტების მართვის სხვა მიდგომებთან; 
  • ეფექტური გუნდის ფორმირებას Agile მენეჯმენტის პრინციპების გამოყენებით.

ტრენინგის ღირებულება: 685 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია