50-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
02 მაისი, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.
დისტანციური კურსი კორპორატიული თანამშომლობის ფარგლებში ამჯერად თბილისისა და რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის გაიმართა და მას 50-ზე მეტი საჯარო მოხელე ესწრებოდა.
სასწავლო კურსი ოთხ მოდულს მოიცავდა: საჯარო სამსახურის ეთიკა, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
ტრენინგკურსი აპრილის თვეში სამ ჯგუფად ჩატარდა. მსმენელებმა კურსის დასრულების შემდეგ გამოცდა ჩააბარეს და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.
