33-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა

16 ოქტომბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსი დაასრულა.

სასწავლო კურსი 33 მსმენელისთვის ორ ჯგუფში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, სამგორის, დიდუბის, საბურთალოს და ნაძალადევის გამგეობების III და IV რანგის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

მსმენელები პროგრამით განსაზღვრულ ოთხ მოდულს გაეცნენ: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.

ორკვირიანი ტრენინგკურსი 27 სექტემბერს დაიწყო. მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

33-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
33-მა საჯარო მოხელემ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია