ეფექტიანობის აუდიტი
ტრენინგკურსი ეხება ეფექტიანობის აუდიტს და მოიცავს აუდიტის დაგეგმვის, ჩატარებისა და შედეგების კომუნიკაციის ძირითად ასპექტებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებისთვის გაზიარებული იქნება რეალური მაგალითები აუდიტის სამსახურის პრაქტიკიდან და აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის ფარგლებში შევსებული სამუშაო ფაილების სრული პაკეტი.
ტრენინგკურსის მიზანი:
კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს საჯარო სექტორში ეფექტიანობის პრინციპები და მისი შეფასების მეთოდები უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციათა საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) აუდიტის სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მონაწილეები გაეცნობიან ეფექტიანობის აუდიტის ძირითად პრინციპებსა და ეტაპებს, ასევე მისი ჩატარების პროცესში გამოყენებულ მეთოდოლოგიასა და სამუშაო დოკუმენტების შევსების წესს.
მიზნობრივი ჯგუფი:
საჯარო მოხელეები/საჯარო სექტორის საშუალო რგოლის მენეჯმენტი, რომელიც დაინტერესებულია საკუთარ ორგანიზაციაში პროცესების ოპტიმიზაციით, შიდა და გარე აუდიტორები, დემოკრატიული მმართველობითა (Good Governance) და აუდიტით დაინტერესებული მსმენელების ფართო წრე.
სწავლების შედეგები და კომპეტენციები:
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელი ახდენს შემდეგი ცოდნისა და კომპეტენციების დემონსტრირებას:
• იცნობს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის როლს , მის ფუნქციებს და ადგილს საჯარო ადმინისტრირების პროცესში
• შეუძლია განასხვავოს 3 სახის აუდიტი ISSAI ს სტანდარტების შესაბამისად
• შეუძლია შიდა კონტროლის საკანონმდებლო მოთხოვნებთან ეფექტიანობის პრონციპების დაკავშირება
• შეუძლია ეფექტიანობის 3 ძირითადი პრინციპის განმარტება და მათი მარტივი შემთხვევების იდენტიფიცირება რეალურ სიტუაციებში
• იცნობს აუდიტის ძირითად ეტაპებს და ცალკეულ ეტაპებზე გამოყენებულ ანალიტიკურ მეთოდებს
ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი