სესილი ტაბატაძე

სესილი ტაბატაძე
სესილი ტაბატაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.
მას აქვს ეფექტიანობის აუდიტის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად არის სსიპ "აწარმოე საქართველოში" ზრდის ცენტრების განვითარების მენეჯერი. 2014-2022 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-სტაჟიორის, აუდიტორ-ასისტენტის, აუდიტორის და წამყვანი აუდიტორის პოზიციებზე.
2021 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) მოწვეული ლექტორი და უძღვება კურსებს: მენეჯმენტის საფუძვლები, საჯარო სექტორის აუდიტი.
სესილი ტაბატაძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.